UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა.
„ილიასთან ზუსტად იმიტომ არ მაჩხუბეს, რომ ეს ბრძოლა შემდგარიყო. ვოლკანოვსკის გამუდმებით ესმოდა ლაყბობა თავის ბოლო ბრძოლაზე, რომ ის დაანოკაუტეს, რომ დაბერდა. ეს ყველაფერი ვოლკანოვსკის დიდ მოტივაციას აძლევს. მასში მხეცი გაიღვიძებს და ამას ხვალ ყველა ვნახავთ. ვფიქრობ, რომ ვოლკანოვსკის ილიას დასაფინიშებლად ხუთი რაუნდი არ დასჭირდება“, – განაცხადა ჰოლუეიმ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის 18 თებერვალს შეხვდება.