logo_geo
eng_logo
კონორ მაკგრეგორმა თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა
- +

17 თებერვალი. 2024. 18:54

 

 

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელმა ლეგენდამ, კონორ მაკგრეგორმა UFC 298-ის ღონისძიების ბრძოლებზე პროგნოზი გააკეთა.

 

„UFC-ის საოცარი ღამე გველოდება. გარი ჯეფ ნილს პირველ რაუნდში მოუგებს. ვოლკს თოფურიასგან თავიდან მოხვდება, მაგრამ შემდეგ ბრძოლაში დაბრუნდება და ესპანელს მეორე რაუნდში დაანოკაუტებს. კოშტა და უიტეკერი სამივე რაუნდის განმავლობაში მაგრად იჩხუბებენ, ისევე როგორც მერაბი და სეხუდო“, – ვარაუდობს კონორ მაკგრეგორი.

 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 თებერვალს სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, ხოლო ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან იბრძოლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner