თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის", ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ინტერესებში შედის, რომ ის სტერეოტიპი, რომ ისევ გვისმენენ, აქტუალური იყოს.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც შიდა პოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე ხდება.
„ნაციონალური მოძრაობის", ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ინტერესებში შედის, რომ ის სტერეოტიპი, რომ ისევ გვისმენენ, აქტუალური იყოს. დიახ, სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა დღეს, მით უმეტეს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა და სიურპრიზად, ბატონმა ნიკამ და პაატამ დაახვედრეს ეს ჩანაწერი. სწორედ ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩანაწერი ნიკა გვარამიას შემოქმედებაა და მისი მონტაჟიცაა, რადგან ყველაზე კარგად მონტაჟს თვითონ აკეთებენ და მეტიც, ამ ჩანაწერით ერთგვარი სიგნალია არსებული „ნაციონალური მოძრაობისა" და პაატა ბურჭულაძის მიმართულებით. ნიკა გვარამია, როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკებოდა. სირცხვილია უბრალოდ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.