logo_geo
eng_logo
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ აშშ-ს ტაივანის სრუტეში სტაბილურობა სურს, ერთიანი ჩინეთის პრინციპს უნდა სცეს პატივი და არ უნდა დაუჭიროს მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას
- +

17 თებერვალი. 2024. 20:07

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ტაივანის სრუტეში სტაბილურობა სურს, ერთიანი ჩინეთის პრინციპს უნდა სცეს პატივი და არ უნდა დაუჭიროს მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები ერთმანეთს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ.

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას ჩინური კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისკენაც მოუწოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner