logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ნიანგის ცრემლები, პოლიტიკური მარკეტინგის ნაწილი და ამავდროულად უტიფარი განაცხადი სუფთა ფურცლიდან დაწყების მცდელობის შესახებ
- +

17 თებერვალი. 2024. 20:42

"ეს არის უბრალო ნიანგის ცრემლები, პოლიტიკური მარკეტინგის ნაწილი და ამავდროულად უტიფარი განაცხადი სუფთა ფურცლიდან დაწყების მცდელობის შესახებ, "- ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

 

 

რა გააკეთეს მათ ისეთი, რომლის გამოც მათ ეკუთვნის, რომ ჰქონდეთ პრეტენზია, რომ იმყოფებოდნენ პოლიტიკაში. მაშინ რა არის საერთოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ფასი ამ ყველაფრის დატრიალებისთვის სახელმწიფოში. არ დარჩა სფერო, რომელიც გაუბედურებული არ ჰქონიათ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ“-ს ეთერში განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები. როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner