"ნიკა გვარამიას შუაშისტობა აბსოლუტურად წარმოუდგენელი აბსურდია თავიდან ბოლომდე და ეს იმდენად მარტივი გასაშიფრი ამბავია, რომ საზოგადოებას ალბათ ამ კუთხით ზედმეტი კითხვები არ აქვს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყოფილი ნაცები არ არსებობენო და მართალია - პირველი, ვისზეც ასეთი რამ შეიძლება ითქვას, ნიკა გვარამიაა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის დიდი ხანია ოპოზიციური ერთობის შემადგენელი ნაწილია. არის ასეთი მოსაზრება და მეც მგონია, არ არის შორს სიმართლისგან, რომ ბოლოს ის ალბათ გადადგება და შეეცდება, გამაერთიანებლის როლი შეასრულოს ფსევდო ლიდერობით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.