logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდარიშვილი: სადამკვირვებლო მისიების ქვეყანაში ჩამოსვლა ხელს უწყობს საზოგადოებაში სანდოობის განმტკიცებასა და დემოკრატიული ინსტიტუციების მხარდაჭერას
- +

17 თებერვალი. 2024. 22:05

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისი მოწვევის გაგზავნა - სახელმწიფომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუშვა იმას, რომ ქვეყანა ნამდვილად მზად არის, "- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

„ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულად გახსნილები, თანამშრომლობაზე ორიენტირებულები როგორც ყოველთვის, მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ყველა გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას, მათი საბოლოო ანგარიშების უზრუნველყოფის მიზნით. მათი ქვეყანაში ჩამოსვლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ პრევენციებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში სანდოობის განმტკიცებას, დემოკრატიული ინსტიტუციების მხარდაჭერას - შესაბამისად ჩვენ მხოლო და მხოლოდ მივესალმებით მათ ჩამოსვლას ქვეყანაში“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner