logo_geo
eng_logo
ჯიმ ო’ბრაიენი: აშშ მოუთმენლად ელის პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას
- +

18 თებერვალი. 2024. 15:22

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. ქართველ დიპლომატთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ო’ბრაიენი ეხმაურება.

 

„როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

 

https://twitter.com/StateEUR/status/1758914505780683062?t=l4KpOISBXLtINk8EkVsKug&s=19

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner