ლევან თედიაშვილს სამშაბათს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წევრები. მათ ოჯახს მიუსამძიმრეს.
ქართული ჭიდაობის ლეგენდა, 75 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
თედიაშვილი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხჯერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო სამჯერ ოქროს მედალს ევროპის ჩემპიონატზეც დაეუფლა.