logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, ზურაბიშვილი ცდილობს ქართულ საზოგადოებასთან რაღაც არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც სააკაშვილის შეწყალება ჰქვია
- +

18 თებერვალი. 2024. 20:18

 

 

შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოება არის ასეთ შედეგებამდე მიმყვანი, რომელსაც შეიძლება ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალი დავარქვათ”, - ასე შეაფასა მიხეილ სარჯველაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გააჟღერა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებისთვის არგუმენტების პოვნას ცდილობს.

 

„იმის თქმა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართლის უზენაესობას პატივს სცემ, შეიძლება საკმარისი არ იყოს, როდესაც გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, თითქოს ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა. როგორც ჩანს, ეს დიდი ხნით ადრე, კარგად იყო დაგეგმილი. როგორც ჩანს ზურაბიშვილი ცდილობს ქართულ საზოგადოებასთან რაღაც არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც სააკაშვილის შეწყალება ჰქვია“, - მიიჩნევს სარჯველაძე.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ ექსპრეზიდენტს მოდერნიზაციის სიმბოლო უწოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner