logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება, ეს არის სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის კიდეც
- +

18 თებერვალი. 2024. 21:02

 

 

“უკვე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთ ელჩთან ერთად, ვერტმფრენით უნდა გაფრენილიყო მთა-თუშეთში. ელჩმა უთხრა, მოდი, არ წავიდეთ, რადგან სახიფათოა. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და ჯერ კიდევ აქვს თავისი გავლენებიო. შეიძლება, ჩამოგვაგდონო”, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს, გადაარჩინა ასევე ქართული ხელოვნება და მეცნიერება, რომ არ გამქრალიყო.

 

“როდესაც საქართველოში მართლაც დიდი გაჭირვება იყო, როდესაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირდა, გადაწყვიტა ქართული ელიტა გადაერჩინა - სახელოვნებო ელიტა, სპორტსმენები, მეცნიერები, ის, რაც როგორც ასეთი, ქმნის ქართველობას, წარსული ვინც შექმნა და მომავალს ვინც ქმნის, საქართველოს სახე ვინ არის. ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს და გადაარჩინა მთელი ქართული ხელოვნება და მეცნიერება, რომ არ გამქრალიყო”.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რა დიდ საფრთხეში იგდებდა თავს, როდესაც ის სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. „ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

 

„არც ვიცი, მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება. არ დავასახელებ, რომელიც ქვეყნის ელჩი იყო. უკვე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთ ელჩთან ერთად, ვერტმფრენით უნდა გაფრენილიყო მთა-თუშეთში. ელჩმა უთხრა, მოდი, არ წავიდეთ, რადგან სახიფათოა. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და ჯერ კიდევ აქვს თავისი გავლენებიო. შეიძლება, ჩამოგვაგდონო. აი, ამ დონეზე იცოდნენ რა საფრთხეები იყო ჩვენს ქვეყანანი მოღვაწე ელჩებმა.

 

ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება, ეს არის სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის კიდეც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში თვენახევრის წინ, სიტყვები, რომელიც მან თქვა ეს უბრალო განცხადება არ არის.

 

„ეს არის მისი პოლიტიკური გეგმის ნაწილი და ეს გეგმა აღსრულდება კიდევაც. საქართველო იქნება სუვერენული სახელმწიფო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც სუვერენული, სრულუფლებიანი სახელმწიფო და არა ცალ ფეხზე მდგომი, როგორც ეს ზოგიერთებს უნდათ და წარმოუდგენიათ“, - აღნიშნა სუბარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner