logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახდა კონსტიტუციური ნორმა
- +

18 თებერვალი. 2024. 21:05

 

 

ევროპა არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ კობახიძის ამ მიზნისადმი ერთგულება გამოიხატება იმით, რომ სწორედ მისი ინიციატივით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციური ნორმა გახდა.

 

„მე მგონია, ის თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „ქართლი ოცნება“ და მისი ლიდერები ამ ცივილიზაციურ არჩევანს, გამოხატულია ზუსტად ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაში, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოფილიყო კონსტიტუციური ნორმა. მე მგონი ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაადასტურო შენი ერთგულება ამ მიზნების მიმართ“, - მიიჩნევს ჩიქოვანი.

 

ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შედგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner