logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: როდესაც მამუკა ხაზარაძე „ნაციონალებთან“ შეზრდილი იყო რა, როგორც ბანკირი, ხალხის რეკეტით იყო დაკავებული
- +

18 თებერვალი. 2024. 21:51

 

 

წარსულში, მაშინდელ არსებულ ვითარებას ვებრძოდით და არაერთ ჩვენგანს და, მით უმეტეს ჩვენს ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, საერთოდ არ სჭირდებოდა პროფესიულად პოლიტიკაში ჩართვა. მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ყველანი ჩავერთეთ მაშინდელ ვითარებასთან ბრძოლაში“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ „ლელოს“ ლიდერის , მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

 

„როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს უნდა სწორედ ეს წარსული დააბრუნოს. ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში და იმუქრება, რომ თუკი აირჩევენ, ის განაახლებს ჩვენს ქვეყანაში დაშინებას, დევნას და მეტიც, ადამიანების ქვეყნიდან გაძევებით იმუქრება. როდესაც მამუკა ხაზარაძე „ნაციონალებთან“ შეზრდილი იყო რა, როგორც ბანკირი, ხალხის რეკეტით იყო დაკავებული. ბიძინა ივანიშვილი ამ დროს ხელს უწყობდა ქვეყნის პროგრესს, რეფორმებს და შემდეგ გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ სწორედ ეს რეკეტის, დევნის, ძალადობის პოლიტიკა დაემარცხებინა. აი ასეთი ადამიანის საკუთარი სამშობლოდან გაშვებით იმუქრება. რა თქმა უნდა, ასეთ დაპირებებს ამომრჩევლისგან მხარდაჭერა არ უწერია“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner