„არ არსებობს, უნდა მოშორდნენ ამ პოლიტიკას. დაანებონ თავი ამ ქვეყნის ჯიჯგნას და არ ანებებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მე მინდა, რომ დავივიწყო ეს წარსული, მაგრამ არ მავიწყებენ ეს წარსულის ლანდები, რომლებიც პარლამენტის შენობის კორიდორებში დადიან. არ მოშორდნენ არც საქართველოს პოლიტიკას, არც საქართველოს პარლამენტს, არც ოპოზიციას, არც საჯარო პოლიტიკას. პირიქით, უფრო მოიწევენ, ნაძარცვი ფულით. კეზერაშვილის მიერ გატანილი შავი სალარო უკან ბრუნდება ქვეყანაში ათასი საშუალებით“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.