logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: უნდა მოშორდნენ პოლიტიკას. დაანებონ თავი ამ ქვეყნის ჯიჯგნას
- +

18 თებერვალი. 2024. 22:04

 

 

არ არსებობს, უნდა მოშორდნენ ამ პოლიტიკას. დაანებონ თავი ამ ქვეყნის ჯიჯგნას და არ ანებებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„მე მინდა, რომ დავივიწყო ეს წარსული, მაგრამ არ მავიწყებენ ეს წარსულის ლანდები, რომლებიც პარლამენტის შენობის კორიდორებში დადიან. არ მოშორდნენ არც საქართველოს პოლიტიკას, არც საქართველოს პარლამენტს, არც ოპოზიციას, არც საჯარო პოლიტიკას. პირიქით, უფრო მოიწევენ, ნაძარცვი ფულით. კეზერაშვილის მიერ გატანილი შავი სალარო უკან ბრუნდება ქვეყანაში ათასი საშუალებით“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner