„სამეფო კლუბმა“ ილია თოფურიას ისტორიული გამარჯვება მიულოცა. ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.
„ვულოცავთ ილიას თოფურიას ესპანური სპორტის ამ ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ „რეალის“ ერთგული გულშემატკივარი UFC-ის ჩემპიონი გახდა“, – წერს მადრიდის „რეალის“ პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო – ქართველი მებრძოლი კვლავ დაუმარცხებელია.