logo_geo
eng_logo
თორნიკე შენგელია და ჯო ტომასონი საქართველოს ნაკრებს შეუერთდნენ
- +

19 თებერვალი. 2024. 01:48

 

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 23 თებერვალს გამართავს. „ჯვაროსნები“ დანიას ესტუმრებიან, 26 თებერვალს (21:30, თბილისის დროით)  კი სერბეთს (21:00) უმასპინძლებენ. ამ სამი გუნდის გარდა, ჩვენს ჯგუფშია მასპინძელი ფინეთი, რომელსაც ფინალურ ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფიდან სამი გუნდი იბრძოლებს.

 

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა კარს მომდგარი მატჩების წინ გაფართოებული შემადგენლობა შეკრიბა და ვარჯიშებიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ნაკრებში ნატურალიზებული თად მაკფადენის ნაცვლად ჯო ტომასონი ითამაშებს, რომელიც უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ასევე გუნდს შეუერთდა ბოლონიის „ვირტუსის“ ფორვარდი თორნიკე შენგელია.

 

ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერებს, გიორგი შერმადინსა და ბექა ბურჯანაძეს ამ უქმეებზე თამაშები ჰქონდათ და ისინიც მალე იქნებიან ჯიკიჩის განკარგულებაში.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დანიასა და სერბეთთან მატჩებისთვის:

 

გიორგი ცინცაძე (თსუ), რატი ანდრონიკაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე (გურჯაანი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ჯო ტომასონი (მაკაბი, ისრაელი), რევაზ როგავა (ბათუმი), დავით კაკუშაძე (ვსა), დუდა სანაძე (ატომერომუ, უნგრეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (კავკასია), კახა ჯინჭარაძე (თსუ), ოთარ ბულიავა (ბათუმი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე (კორუნია, ესპანეთი), ნიკა დარბაიძე (გურჯაანი), გუგა პატაშური (რუსთავი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (გურჯაანი), ბექა ბექაური (გურჯაანი), ილია ლონდარიძე (კავკასია), გიგი ბაქრაძე (ივერიონი).

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner