logo_geo
eng_logo
კახეთში დამატებით 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება
- +

19 თებერვალი. 2024. 10:14

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის  სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.    

 

სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

 

8,7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ჩატარებული  სამუშაოების შედეგად,   წყალუზრუნველყოფილი გახდება 1015  ჰექტარი  სასოფლო-სამეურნეო მიწის    ფართობი.

 

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება.

 

სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner