მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე სოციალურ ქსელში კახა ქორიძეს დაბადების დღეს ულოცავს:
„ზუსტად 2 წლის წინ გამოვაქვეყნე.
ახალს ვერაფერს დავამატებ. ვერც უკეთესად ვიტყვი.
არადა, ძალიან მინდა, ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარს დაბადებიდან უკვე 68-ე წელი მივულოცო
„კახა ქორიძე!
„ღიმილის ბიჭების" მთავარი გმირი,
შესანიშნავი და აღიარებული არქიტექტორი,
სცენოგრაფი,
სახელმწიფო აზროვნებისა და რეფორმატორული ნიჭით დაჯილდოებული,
სულ შემოქმედებით ძიებაში მყოფი კაცი,
ნაღდი ოჯახისშვილი და თავადაც ვეებერთელა, ულამაზესი ოჯახის პატრონი უმშვენიერეს, აწ განსვენებულ თამართან ერთად,
ექვსი შვილის მეგობარი მამა და უნაღდესი ძმაკაცი!
დაუჯერებელია, მაგრამ... 66 წლის გახდება სულ რამდენიმე წუთში, 14 სექტემბერს.
დღეგრძელობა!
მრავალრიცხოვანი მონაგარის ბედნიერებით ტკბობა, შემოქმედებითი გამარჯვებები!"