logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: დღეს ჩვენ მეორედ არავის დავანებებთ, რომ ქვეყანა დაინგრეს, ეს არის ყველაზე მთავარი და ივანიშვილმა ამაში შეასრულა ძალიან დიდი როლი
- +

19 თებერვალი. 2024. 11:47

 

 

„დღეს ჩვენ მეორედ არავის დავანებებთ, რომ ქვეყანა დაინგრეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი და ივანიშვილმა ამაში შეასრულა ძალიან დიდი როლი“, -  ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

 

შათირიშვილის თქმით, ახლა ალბათ ყველამ დაინახა, რომ იქნებოდა მეორე ფრონტი და ქვეყნისგან არაფერი არ დარჩებოდა.

 

„სააკაშვილის რეჟიმი მივიდა უკვე იმ დონეზე, რომ უკვე იყო სერიოზული მსხვერპლი, ძალიან კარგად ჩანდა, რა მოხდება. მაგალითად, ახლა ალბათ ყველამ დაინახა, რომ იქნებოდა მეორე ფრონტი და ქვეყნისგან არაფერი არ დარჩებოდა. რამხელა გამოცდის წინაშეა თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ის, ვინც მის გუნდს წარმოადგენს და მთელი ქვეყანა საზოგადოდ. დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანამ გაიარა ქარიბდასა და სცილას შორის და ეს მოხდა იმიტომ, რომ ერთი მხრივ ეს იყო ძალიან ზუსტი ალგორითმი ივანიშვილის მხრიდან და მეორე, რაც ასევე აუცილებელი მომენტი იყო - საზოგადოების აბსოლუტური სრული რეზონანსი მასსა და საზოგადოებას შორის“, -  აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner