logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- +

19 თებერვალი. 2024. 13:10

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 172,1 გრამი) გამოვლინდა.

 

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 699.51 ლარი შეადგინა.

 

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner