logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე სიკორსკის მიერ სააკაშვილის შეწყალების მოწოდებაზე: ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს?
- +

19 თებერვალი. 2024. 14:32

 

 

„ძალზე საწყენია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისგან მსგავსი ქმედება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ის დღეს ოპოზიციის ლიდერი და სხვისი დამკვეთების შემსრულებელია“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც აცხადებს, რომ მიუნხენში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისათვის სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

 

„დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება მოსთხოვა. ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ განაწყენდება? ნუთუ ასე რთულია იმის გაგება, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს? რამდენი მტკიცებულება სჭირდება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ამაში დარწმუნდნენ? სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, უბრალოდ, ლიბერალების ლობისტებს უცხოეთში ეს არაფრად მიაჩნიათ.

 

მერე რა, თუ პრეზიდენტი მილიონებს მოპარავს საკუთარ ხალხს, ან ქუჩაში ჩაცხრილავს ახალგაზრდებს, ან ქვეყნის ტერიტორიებს აჩუქებს ოკუპანტს და ა.შ. როგორც ჩანს, სააკაშვილის უცხოელი მცველები ასეთ დემოკრატიას აშენებენ. ჩვენ კი, ნამდვილი დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს შენება გვინდა და ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტყოფილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე. ძალზე საწყენია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისგან მსგავსი ქმედება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ის დღეს ოპოზიციის ლიდერი და სხვისი დამკვეთების შემსრულებელია. ამიტომ, არ გაგვიკვირდება ამ საკითხშიც მისი მორჩილება გარე ძალების მიმართ“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner