logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე კოალიციური მთავრობის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებაზე: ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ - ყველანაირი კოალიცია ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს
- +

19 თებერვალი. 2024. 14:42

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ საუბრობს.

 

თალაკვაძის განცხადებით, ზურაბიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ვინაიდან ოპოზიციას კოალიციის ყველანაირი ფორმა უკვე მოსინჯული აქვს,  რეალურად კი, ოპოზიციურ გაერთიანება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

 

„თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმიტომ  რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალები რეალურად იქ არ არიან.

 

რეალურად, აქ არის ერთი გაერთიანება, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არავითარი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner