რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან აღნიშნა, ნავალნის სიკვდილი არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში და ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს. დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს არც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ჩართულობას ამ მიმართულებით.
„ნავალნის სიკვდილი საეჭვოდ დაემთხვა მიუნხენის კონფერენციის გახსნას, ტაკერ კარლსონთან სკანდალურ ინტერვიუს, დაემთხვა სამხედრო თეატრის ფრონტზე რუსეთის წარმატებებს. ანუ რაღაცა ამბავს, პიარული თვალსაზრისით, ეს პროცესები უნდა გადაეფარა და რუსეთი გადაეყვანა უხერხულ, თავის მართლების მდგომარეობაში, ფაქტობრივად მეცამეტე თუ მეთოთხმეტე სანქციების წინაშე უნდა დაეყენებინა - ეს ხომ ჩანს!
ნავალნის სიკვდილი ყველანაირად წაგებიანი იყო რუსეთისთვის და ეს მას აბსოლუტურად არაფერში აწყობდა. ის, რომ გარეშე ძალას შეეძლო ეს ყველაფერი, სრულიად დასაშვებია. მოდით და რუსეთის სპეცსამსახურების უძლეველობაში შევიტანოთ ეჭვი და ამაში ადვილად დაგვარწმუნებს „GO, GO ჟენიას“ ამბები, კერძოდ ის, რომ ერთგვარი ბლიც-კრიგის განხორციელება რუსეთშიც შესაძლებელია და ახლა, ციმბირის რაღაც მიყრუებულ დაწესებულებაში ბოროტი განზრახვა რომ შესულიყო, გასაკვირია?“ - ირწმუნება დავით ქართველიშვილი.