„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ამბობს, რომ სურს, რთველს კახეთში, საკუთარ ვენახში შეხვდეს.
„მივესალმები სააკაშვილის რთველში მონაწილეობას! მას ოცნების ასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუ ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში და როგორც სამაგალითო პატიმარი, ასე იქნება ეტაპირებული თავის ვენახში!
დიახ, სააკაშვილმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აღიაროს თავისი უთვალავი ამაზრზენი დანაშაული და რა პრობლემაა, წახალისების მიზნით, რთველში მონაწილეობის უფლებას მისცემენ - ბადრაგის ზედამხედველობით!" - განაცხადა პეტრე მამრაძემ.