logo_geo
eng_logo
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: დასაქმებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩემი სურვილები და კომპეტენციები
- +

19 თებერვალი. 2024. 19:24

 

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

 

სწორედ ერთ-ერთი შეთანხმების ფარგლებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-გინეკოლოგი თეონა ფოლადაშვილი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ტოლფას პოზიციაზე დასაქმდა.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოვა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.

 

თეონა ფოლადაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმი-გინეკოლოგის პოზიციაზე 3 წელი მუშაობდა. 

 

„როგორც იცით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში  რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სპეციალური პასუხისმგებელი საბჭოა შექმნილი, სწორედ მათ გამიწიეს სრულფასოვანი და ეფექტური შუამდგომლობა დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელიც მე ავირჩიე, მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩემი სურვილები და კომპეტენციები, საბოლოოდ დამიკავშირდნენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციიდან და გავაფორმეთ შესაბამისი შეთანხმება“, - ამბობს თეონა ფოლადაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner