logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს აქვს უდიდესი დატვირთვა, ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რა გვჭირდება ჩვენ, საით მივისწრაფვით
- +

19 თებერვალი. 2024. 20:42

"ახალი პრემიერი წავიდა ბრიუსელში, ეს იყო განაცხადი, ბევრი მანიპულაცია და სპეკულაცია მოვისმინეთ ამაზე, რატომ არ წავიდა მიუნხენში, იმიტომ, რომ მას ჰქონდა სიმბოლური, რეალური მიზანი, იმ სიმბოლიზმიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთხელ განვსაზღვრეთ კონსტიტუციაში, რა არის ქვეყნის საგარეო მიზანი, ახალმა პრემიერმა განსაზღვრა პირველი ვიზიტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ბრიუსელში ირაკლი კობახიძოს ვიზიტს უდიდესი დატვირთვა აქვს.

 

 

ამას აქვს უდიდესი დატვირთვა, ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რა გვჭირდება ჩვენ, საით მივისწრაფვით, აქაც ვერავინ უნდა მოახერხოს ინტერპრეტირება და მიუნხენის კონფერენციით სარგებლობა, თითქოს იქ ვიღაც არ წავიდა, სხვაგან მიდის და ა.შ. ჩვენი საგარეო კურსი არის ურყევი. ევროპა არის ჩვენი სახლი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული, რისი მსგავსიც მანამდე არ გვქონია. როგორც არ უნდა ამოვაბრუნოთ ეს ფაქტები, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ პირობებში, მისი სწორი რეფორმების და ღირსეული გადაწყვეტილებები გამო. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. ეს არის ერთადერთი გზა, სადაც ამ ღირსებით, სიამაყით და არა ცალ ფეხზე დგომით ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner