საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს წარუდგენს.
„უმრავლესობა ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ გათავისუფლდა, პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს წარუდგენს. მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, ანუ, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ