ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს და ამავე პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის გაცნობა და მათი მოსაზრებების მიღება წლის განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამოქმედო გეგმის იმ მიმართულებებზე, რაც კომიტეტსა და პლატფორმაში წარმოდგენილ ორგანიზაციებს აერთიანებთ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.