logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

19 თებერვალი. 2024. 21:39

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს და ამავე პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა.

 



შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის გაცნობა და მათი მოსაზრებების მიღება წლის განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 



შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამოქმედო გეგმის იმ მიმართულებებზე, რაც კომიტეტსა და პლატფორმაში წარმოდგენილ ორგანიზაციებს აერთიანებთ.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner