logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ინფორმაციას ავრცელებს
- +

19 თებერვალი. 2024. 23:08

 

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე უმრავლესობა ნინო წილოსანს წარადგენს.

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრებმა, ასევე ერთხმად, მხარი დაუჭირეს რატი იონათამიშვილის, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გია ცაგარეიშვილის კანდიდატურას.

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გელა სამხარაული, რომელიც მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო პირველი მოადგილის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ირაკლი დაჩი ბერაიას დაუჭერს.

 

 

რაც შეეხება მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებს, განსახილველ საკითხებს შორისაა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

 

 

პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ხოლო ინტერპელაციისწესით - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმენენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner