უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთთან საზღვარზე არსებული კრიზისი სოლიდარობის ეროზიას ცხადყოფს.
"ის, რაც ხდება ჩვენს დასავლეთ საზღვარზე - პოლონეთთან საზღვარზე - არ შეიძლება აღვიქვათ როგორც რაღაც ნორმალური ან ჩვეულებრივი. ჩვენ გვჭირდება მარტივი და გასაგები სამართლიანობა. ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მხოლოდ 5% გადის პოლონეთის საზღვარზე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, სიტუაცია არა მარცვლეულს, არამედ პოლიტიკას ეხება და ამიტომ აუცილებელია პოლონეთთან და ყველასთან, ვისაც ევროპის ბედი აწუხებს, საერთო რაციონალური გადაწყვეტილებების პოვნა.