logo_geo
eng_logo
ზელენსკი: პოლონეთთან საზღვარზე არსებული კრიზისი სოლიდარობის ეროზიას ცხადყოფს
- +

20 თებერვალი. 2024. 01:28

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთთან საზღვარზე არსებული კრიზისი სოლიდარობის ეროზიას ცხადყოფს.

 

 

"ის, რაც ხდება ჩვენს დასავლეთ საზღვარზე - პოლონეთთან საზღვარზე - არ შეიძლება აღვიქვათ როგორც რაღაც ნორმალური ან ჩვეულებრივი. ჩვენ გვჭირდება მარტივი და გასაგები სამართლიანობა. ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მხოლოდ 5% გადის პოლონეთის საზღვარზე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

მისი თქმით, სიტუაცია არა მარცვლეულს, არამედ პოლიტიკას ეხება და ამიტომ აუცილებელია პოლონეთთან და ყველასთან, ვისაც ევროპის ბედი აწუხებს, საერთო რაციონალური გადაწყვეტილებების პოვნა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner