ავტორი ანა ნონიკაშვილი
„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამშობლოში სასამართლო თავის დონეზე დადგა. მომსწრე ვარ იმ პერიპეტიებისა, როდესაც სასამართლოს მიკერძოებულად გამოჰქონდა განაჩენი",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" წევრი გია კორკოტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ღნიშნულ ბლოკს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდა. 13 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, რომელმაც ცესკო- ს განკარგულება ბათილად ცნო.
„ყველაფერი გვქონდა გაკეთებული, რომ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, ცესკო გვიმტკიცებდა საწინააღმდეგოს. დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე.
ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მე-19 ნომრით მიიღებს. ერთი კვირით შევწყვიტეთ საარჩევნო კამპანია, რადგან პასუხს ველოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ოლქში გავიმარჯვებ",- განაცხადა კორკოტაშვილმა.