logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ!
- +

14 სექტემბერი. 2016. 16:22


 

„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამშობლოში სასამართლო თავის დონეზე დადგა. მომსწრე ვარ იმ პერიპეტიებისა, როდესაც სასამართლოს მიკერძოებულად გამოჰქონდა განაჩენი",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" წევრი გია კორკოტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას.


შეგახსენებთ, რომ ღნიშნულ ბლოკს  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდა. 13 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, რომელმაც ცესკო- ს განკარგულება ბათილად ცნო.   

 

„ყველაფერი გვქონდა გაკეთებული, რომ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, ცესკო გვიმტკიცებდა საწინააღმდეგოს.  დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე.

ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას  მე-19 ნომრით მიიღებს. ერთი კვირით შევწყვიტეთ საარჩევნო კამპანია, რადგან პასუხს ველოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ოლქში გავიმარჯვებ",- განაცხადა კორკოტაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner