logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რა აქვთ საერთო ნავალნისა და სააკაშვილს, რომელიც გართხმულია ლუქს პალატაში?
- +

20 თებერვალი. 2024. 11:15

 

 

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გათანაბრება უზნეობის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რადგან ნავალნი სააკაშვილისგან განსხვავებით თავისი ოპოზიციონერობის გამო იხდიდა სასჯელს“, - აცხადებს Newshub.ge-თან საუბრისას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც „სააკაშვილი, ნავალნის მსგავსად, პუტინის პირადი პატიმარია“.

 

ვოლსკი ამბობს, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ შეუძლია ყველა თემა პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენოს, მათ შორის, კრემლის ლიდერის ოპონენტის საკითხიც.

 

„ყველა თემის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციისთვის, ამ პოლიტიკური სუბიექტების ზნეობას ახასიათებს, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ. რეალურად ეს არის რევოლუციური კანდიდატი, რომელიც შეიქმნა და გაერთიანდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით იმისათვის, რათა განახორციელონ გეგმა. ეს გეგმა დესტაბილიზაციაა.

 

რასაკვირველია, ნავალნის სიკვდილის თემას ისინი არც ერთ შემთხვევაში არ გამოტოვებდნენ. გულწრფელ შეწუხებას ადამიანის გარდაცვალების გამო, აბსოლუტურად ადგილი არ აქვს. აქ არის საუბარი, იქნებ, როგორმე გამოიყენონ პოლიტიკისთვის სიკვდილის თემაც კი შეფასებებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ითხოვენ, ანალოგიური განცხადებები გავაკეთოთ, როგორც გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მინდა, შევახსენო ყველას, რომ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების რესურსის ერთი მეასედი მაინც უნდა გაგაჩნდეს ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით.

 

რეალურად, უამრავი რამე უნდა გაითვალისწინო - ქართველები რუსეთის ფედერაციაში, ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პრაქტიკულად შექმნილი ვითარების მძევლები არიან და ბევრი სხვა თემაც არის, რომელიც გასათვალისწინებელია.

 

რა აქვთ საერთო ნავალნისა და სააკაშვილს, რომელიც გართხმულია პალატა ლუქსში? ყოველ დღე დედამისი და ახლობლები აკითხავენ. ხან ჭირვეულობს, ხანდახან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. რეალობა არ ცვლის იმას, რომ მას თავისი ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი, როცა ნავალნი თავისი ოპოზიციონერობის გამო იხდიდა სასჯელს.

 

გულწრფელობის დეფიციტია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ნავალნის სააკაშვილთან გათანაბრება უზნეობის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომელიც ამათ ახასიათებს და სხვა არავის. არც გამიგია ისეთი პოლიტიკური განცხადება, როგორსაც ესენი აკეთებენ, მათ შორის, ამ შემთხვევაში“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner