logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ
- +

20 თებერვალი. 2024. 11:19

 

 

ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული და სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით აჩვენა არსებითი პროგრესი და ხელშესახები შედეგები: ეს იყო ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი.

 

ის ოპოზიცია, რომელიც ფულს იხდიდა საქართველოს ევროპული მომავლის დაბლოკვაში და რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ ქვეყნის ევროპული ხვალინდელი დღე დაებლოკა, არ არის გახარებული და არ არის ბედნიერი, მათგან დადებით შეფასებებს არ ველით. მინიმუმ რაც შეუძლიათ გააკეთონ, მონაწილეობა მიიღონ რეფორმების განხილვაში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner