logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: გოჩა ჯიქიას ტრაგედია ერთ-ერთი შემზარავი მოვლენა იყო 1992 წელს ზუგდიდში...
- +

14 სექტემბერი. 2016. 16:24



გოჩა ჯიქიას ტრაგედია ერთ-ერთი შემზარავი მოვლენა იყო 1992 წელს ზუგდიდში..." - წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია „facebook"-გვერდზე.



ნამდვილად ბედის დაცინვაა, რომ სწორედ იმ დღებში ჩამოვიდა გოჩა ხარკოვიდან, ის ერთ-ერთი უნიჭიერესი არქიტექტორი გახლდათ, მან მოასწრო რამდენიმე დაპროექტებული შენობის აშენება ხარკოვშიც და ქუთაისშიც... და აი, საბედისწერო დღე ზუგდიდში, ამ დღეს, კინო საქართველოსთან" ყარყარაშვილი და მისი გვარდია" სასტიკად არბევდა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მშვიდობიან მიტინგს... გოჩა ჯიქია, რომელიც მომიტინგეც არ ყოფილა და შემთხვევით მოხვდა ქალაქის ცენტრში, დედის თვალწინ დახვრიტა ტყიბულის ბატალიონის წევრმა ვინმე გიორგაძემ... გოჩას დარჩა უამრავი პროექტი განუხორციელებელი... დასრულდა სიცოცხლე ადამიანის, რომელიც საქართველოს მომავალს უნდა წამდგარიყო... გოჩას მშობლები ორი ათეული წელი იბრძოდნენ სამართლიანობისთვის და მკვლელის დასჯისთვის, გიორგაძე სულ სხვა ბრალდებით დააპატიმრეს, რომელიც ციხეშივე გაუგებარ სიტუაციაში" მოკლეს თუ მოკვდა"... გოჩა ლექსებს წერდა და ერთ-ერთ ლექსში აქვს ფრაზები: ჩვენსოთუთუმეს" სასაფლაოს რარიგად ვშვენი"... წინასწარმეტყველება აუხდა..." - წერს შონია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner