logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: რაც არ უნდა მინისტრად მოგვევლინოს ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ
- +

20 თებერვალი. 2024. 12:01

 

 

ვერანაირი სალომე ზურაბიშვილის, უცხოელი ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ვერ ჩაანაცვლებს არჩევნებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მანიპულაციების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს.

 

"მიმდინარე წელს არჩევნები ჩატარდება ძალიან გამჭვირვალედ, იმაზე პროგრესულად, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა საქართველოში და მოგეხსენებათ, ამისთვის ციფრული და ელექტრონული საშუალებები იქნება გამოყენებული. გასულ კვირას, ეუთოს გაეგზავნა ოფიციალური მოთხოვნა, რომ სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდეს გაძლიერებული ფორმატით და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე არჩევნებისთვის ჩამოდიან ხოლმე სადამკვირვებლო მისიები. ასევე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკვე ხვდება NDI-ის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არჩევნებამდე 7 თვით ადრე არის ჩამოსული დაკვირვების პროცესის ინიციირებისათვის. შესაბამისად, ყველა ჩვენი ქმედება ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი იმ მცდელობისთვის, რასაც მანიპულაციები ჰქვია, რაც არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ცდილობს, რომ ახლა გადაიქცეს რაღაც სხვა გაერთიანებად, მთავარი დღის წესრიგი. რაც არ უნდა გადაჯგუფდეს, რაც არ უნდა მინისტრად მოგვევლინოს, ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ, მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი." - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner