logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გულისხმობს იმას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია
- +

20 თებერვალი. 2024. 12:06

 

 

„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.

 

„ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას - ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეფორმებისა და ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner