„პარალელის გავლება სააკაშვილსა და ნავალნის შორის, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ამორალური უპასუხისმგებლობაა ჩვენს პოლიტიკაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
„ნავალნი რუსეთში დაბრუნდა საჯაროდ, მაშინ როცა სააკაშვილის საქართველოში შემოიპარა არაჟნებით სავსე კონტეინერით ქურდულად, მამულად და მისი მიზანი მხოლოდ ქვეყნის არევა იყო. ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი სასჯელის კოლონიაში და ძალიან მძიმე პირობებში, მაშინ როცა, სააკაშვილი კეთილმოწყობილ ორ-ოთახიან ლუქსში არის საკაბელო ტელევიზიით და ყველა პირობით უზრუნველყოფილი. ნავალნისთან საპატიმროში ადვოკატებიც კი ვერ შედიოდნენ, სააკაშვილს ორი ათასამდე მნახველი ჰყავდა. ნავალნი ნამდვილად ღირსეულად იხდიდა სასჯელს, მაშინ როცა, სააკაშვილისგან ვხედავდით ხან გასტრონომიულ ფალსიფიკაციას, ხან სიმულაციას. ასევე მისი ოჯახის მხრიდან მილიონობით დოლარის გადახდას საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე ნამდვილად არის კრიმინალი, რომელმაც საქართველოს შიგნით გაამწარა ათასობით ოჯახი, ხოლო სტრასბურგში მის წინააღმდეგ ფაქტობრივად არსებობს ასი ვერდიქტი, – განაცხადა იონათამიშვილმა.