logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ნიკა გვარამია სიყალბეების შექმნის დიდოსტატია!
- +

14 სექტემბერი. 2016. 16:28



აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საუბრობს. ჯაველიძის განცხადებით, „გვარამია სიყალბეების შექმნის დიდოსტატია".



„სისულელეა, გამოკვეთილია ოდითგანვე, რომ პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანი, „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობს. რა შუაში იყო საერთოდ პოლიტიკასთან. ახლა, რომ მითხრათ, წადი და დიდ თეატრში იმღერეო, უნდა წავიდე და ვიმღერო?

გაუგებარია, ბურჭულაძის პოლიტიკურ სცენაზე გამოვარდნა განცხადებით, საქართველოს გადავარჩენო. ბურჭულაძე იყო სააკაშვილის დავალება  და დაფინანფებული. ნიკა გვარამია, რომელიც არის დიდოსტატი სიყალბეების შექმნის,  აცხადებს, რომ „გირჩი" შექმნილია „ოცნების" მიერ და უნდა მოხდეს გაერთიანება, ეს არის მტკნარი სიცრუე და სისულელე",- განაცხადა ჯაველიძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner