„მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი. სწორედ ეს იყო არჩევანი, რომ პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, თუ რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ევროკავშირში ასევე ნატოს წარმომადგენელობაში ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება და ეს არის ჩვენი გზავნილი იმისთვის, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს ჩვენი ევროინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს. იმედი გვაქვს, ისინი ისეთივე გაბედულები იქნებიან როგორც საქართველო არის უკვე ათწლეულებია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. პირველად პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძე იმ პროგრესზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.