logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: უკვე უგუნურებაში გადასდის ოპოზიციას იმის ძახილი, რომ „ქართული ოცნება“ არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას იმიტომ, რომ სრულებით საწინააღმდეგო პროცესები ხდება
- +

20 თებერვალი. 2024. 14:23

 

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პირველ ვიზიტს „ქრონიკასთან“ აფასებს.

 

დეპუტატის თქმით, უკვე უგუნურებაში გადასდის ოპოზიციას იმის ძახილი, რომ „ქართული ოცნება“ არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

„იქნება შეხვედრა ოლივერ ვარჰეისა და ბორელთან. მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელსაც ისინი გააჟღერებენ, ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან საქართველოს საჭიროებებთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის გზაზე მთლიანად ამ პროცესის შეფასება. უკვე უგუნურებაში გადასდის ოპოზიციას იმის ძახილი, რომ „ქართული ოცნება“ არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთლიანად ამ პროცესს იმიტომ, რომ სრულებით საწინააღმდეგო პროცესები ხდება, ამას საზოგადოება ნათლად ადევნებს თვალყურს. მათი ბოიკოტი და მავნებლური პოზიცია თუნდაც 12 რეკომენდაციის შესრულების, თუ ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში, კიდევ უფრო ცხადყოფს ოპოზიციის მიზნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ეს უწყვეტი პროცესი მათ პირად ინტერესებს აზიანებს“, - აღნიშნა წილოსანმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. პირველად პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძე იმ პროგრესზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner