logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ვეღარც კი საუბრობს არჩევნების დღეზე, მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი
- +

20 თებერვალი. 2024. 14:36

 

 

დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე. მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან ჰქონდა შეხვედრა და მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი მისიები.

 

„დღეს მე მქონდა შეხვედრა NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან, მათ შორის მქონდა ამ საკითხებზეც საუბარი და მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი მისიები, რომლებიც დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ გასულ წლებში. ჩვენ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე. მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner