logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ოპოზიციური ძალების განცხადებები იწყებოდა ან სრულდებოდა სააკაშვილზე ზრუნვით და მერე დაგვიჯდებით და დაგველაპარაკებით, თუ როგორ წარმოადგენთ მესამე ძალას
- +

20 თებერვალი. 2024. 14:46

 

 

“მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება. ეს ყველაფერი კი ნათლად ადასტურებს, რომ ამ ერთ ბელადს და მის გიჟურ მოქმედებებს მიბმული ადამიანები და პოლიტიკოსები ხართ”, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და მათი ერთადერთი საზრუნავი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციის საკითხს უკავშირდება.

 

„ოპოზიციური ძალების განცხადებები იწყებოდა ან სრულდებოდა სააკაშვილზე ზრუნვით და მერე დაგვიჯდებით და დაგველაპარაკებით, თუ როგორ წარმოადგენთ მესამე ძალას და ემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“. პირსისხლიანი ჯალათიო, ახსენა ბატონმა არმაზმა და ვიფიქრე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა, შორს რატომ მიბრძანდებით? აქვე გყავთ პირსისხლიანი ჯალათი, რომელსაც დღენიადაგ იცავთ.

 

კითხვა ჩნდება ასევე რა დავალებებს და რამდენად სუვერენიტეტში ჩარევას აქვს ადგილი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე კონკრეტულ დავალებებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს არის კოორდინირებული, რაღაც კუთხით ორკესტრირებული და ძალიან სამწუხარო, რაც მათ შორის იწყება ამ დარბაზიდან, თითოეული თქვენის განცხადებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და ანამუსებენ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს. მე არ მგონია, რომ ეს ცალკე მდგომი პროცესია. ე.წ. პრეზიდენტის დუმილიც სამწუხაროდ ადასტურებს იმას, რომ ეს კოორდინაცია თვალნათელია. კოორდინაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ და არაფორმალურ დაჯგუფებებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner