logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ოპოზიცია გვეუბნება, რომ უნდა ავირჩიოთ ცესკო-ს ექვსთვიანი თავმჯდომარეო
- +

20 თებერვალი. 2024. 15:09

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.

 

„ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა რეკომენდაცია. მათი რეკომენდაციების სულისკვეთება გავიზიარეთ და წარმოვადგინეთ რეალობასთან ადაპტირებული ვარიანტი. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში ოპოზიცია გვეუბნება, რომ უნდა ავირჩიოთ ექვსთვიანი თავმჯდომარეო. ამის რეალური ქვეტექსტი ის არის, რომ იქნებ ვერ ჩაატაროთ რამენაირად გამართული არჩევნები, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოვახდინოთო“, - აღნიშნა დავითულიანმა.

 

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით მსჯელობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner