ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.
„ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა რეკომენდაცია. მათი რეკომენდაციების სულისკვეთება გავიზიარეთ და წარმოვადგინეთ რეალობასთან ადაპტირებული ვარიანტი. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში ოპოზიცია გვეუბნება, რომ უნდა ავირჩიოთ ექვსთვიანი თავმჯდომარეო. ამის რეალური ქვეტექსტი ის არის, რომ იქნებ ვერ ჩაატაროთ რამენაირად გამართული არჩევნები, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოვახდინოთო“, - აღნიშნა დავითულიანმა.
საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით მსჯელობენ.