logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიები ვითომ ცალკე გამოდიან, სინამდვილეში, ერთი ოჯახის წევრები არიან
- +

20 თებერვალი. 2024. 15:23

 

 

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიები ვითომ ცალკე გამოდიან, სინამდვილეში, ერთი ოჯახის წევრები არიან, ვნახეთ ამ ოჯახმა რა უბედურებაც დაატრიალა 2012 წლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„პრაქტიკაში ნანახი გვაქვს, რომ ერთადერთი კოალიცია, რაც კი არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ლელოც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“ და სხვა პარტიებიც. ორპროცენტიანი პარტიები რომ კოალიციებსა და ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ, ეს კიდევ ერთი დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდა ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ამიტომ ყველა ამ მარგინალურ პარტიას მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო პარლამენტში. ჩვენ ვნახეთ, რა იყო კოალიცია, ეს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner