logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი თინა ხიდაშელს: ეს ვერ მოგინელებიათ! ვერც მოინელებთ!
- +

14 სექტემბერი. 2016. 16:39


 

„პასუხად თინა ხიდაშელს, „რუსთავი 2"-ზე კობა ნარჩემაშვილთან „დებატების" გამო", - აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ავრცელებს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს მიმართავს:


„მქონდა „ბედნიერება", „რუსთავი 2"-ზე მომესმინა თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის.

 

ის, რომ თინა ხიდაშელი შეურაცხყოფას აყენებს მაყურებელს და ძველბიჭურ ტონში ესაუბრება ადამიანს (ვის, ამას მნიშვნელობა არა აქვს), არ მაღელვებს, ეს მისი არჩევანია! თუ სურვილი ექნება და მეწყვილესაც ნახავს, ხვალ შეუძლია ვაკეში ჩაცუცქულმა გაარჩიოს საქმეები. არც იმას ვდარდობ, თინა ხიდაშელმა რომ არ იცის, „გამზრდელი" წიგნი კი არა, პოემაა და ან წიგნადაა გამოცემული, ან რომელიმე ტომშია შესული აკაკის სხვა თხზულებებთან ერთად...

 

ეს ერთი, მეორე: იურისტმა ხიდაშელმა გაიხსენა, რომ 2003 წელს ის სააკაშვილთან ერთად ებრძოდა შევარდნაძის რეჟიმს (მე ვიდექი იქ, სადაც მთელი საქართველო იდგაო, - ბრძანა) და იურისტ ნარჩემაშვილის გამზრდელთ ურჩია, დამბაჩა დაიხალონ შუბლში. სხვა თემაა ის, რომ იურისტ ნარჩემაშვილს და იურისტ ხიდაშელს ერთი და იგივე გამზრდელი ჰყავთ, ისევე როგორც ხიდაშელის კურსელებს: ზურაბ ადეიშვილს, ირაკლი ალასანიას, ირაკლი ოქრუაშვილს, კოტე კუბლაშვილს, გიორგი პაპუაშვილს და ა.შ.

 

კიდევ ერთი: ხიდაშელს დაავიწყდა, რომ დავით უსუფაშვილი ლექციებს უკითხავდა მომავალ ცოლს და მის კურსელებს. ხიდაშელის კურსელები ვინც იყვნენ, კი წაიკითხეთ ზემოთ. ქალბატონი თინას არც ეს „გადაცდომა" მაღელვებს და არც ის, ერთ მშვენიერ დღეს ხიდაშელის კურსელების გაზრდისთვის უსუფაშვილმა ტყვია რომ დაიხალოს შუბლში...

 

ეს ისე, „ლირიკული გადახვევა", ახლა მთავარი: ხიდაშელმა ახსენა რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა მხეიძე. ციტატა თინა ხიდაშელის „გამოსვლიდან": „რუსთავშია დღეს მაჟორიტარობის კანდიდატი, იმავე პერიოდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბატონი მხეიძე, ჩემი ხელით მყავს საპატიმროებიდან ამოყვანილი ნაწამები პატიმრები".

 

გაცვეთილი პოზიციაა და ამიტომ არ ვიტყვი - ხიდაშელი ერთი პატიმრის გვარსაც ვერ დაასახელებს, ვინც „საპატიმროდან ამოიყვანა ნაწამები", მაგრამ ხიდაშელს ახლა სად-ის იმჟამინდელმა ნებისმიერმა თანამშრომელმა რომ უჩივლოს და სასამართლოს წესით მოსთხოვოს „ნაწამები პატიმრის" დასახელება, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, ერთ გვარსაც ვერ დაასახელებს!

 

მაგრამ მე შემიძლია გავახსენო ხიდაშელს, როცა ის „იქ იდგა, სადაც მთელი საქართველო" (2003 წელს), პაატა მხეიძე (ცოტა ადრე) პროკურატურაში მუშაობდა და სწორედ მხეიძის დამსახურებაა ის სისხლის სამართლის საქმეები, რაც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ კორუფციას, კანონდარღვევას და პატიმართა წამებას და ამ საქმეებს მსვლელობა თუ არ მისცეს, მხოლოდ იმ კაცის დამსახურებაა, ვინც თინაც გაზარდა და მისი ქმარიც!!!

 

ახლა ვეკითხები მე, რიგითი ქართველი, დარეჯან მეფარიშვილი, თინა ხიდაშელს: კორუმპირებულ სააკაშვილს და მის მეგობრებს რომ უჭერდი მხარს, ხალხის დაკვეთა იყო? ეგებ იმიტომ უჭერდი მხარს, რომ სწორედ სააკაშვილის ხელდასხმით იყავი მუდამ „ცვეტში" და ყველა გრანტის გზა შენკენ მოდიოდა? არა? არ იყო ასე? გასული საუკუნის ბოლოს კი მოახერხეთ, ქალბატონო უფლებადამცველო, ამერიკის ელჩის დამსახურებით (დახმარებით) საქართველოს პროკურატურისათვის დაგებლოკათ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების (რაც მილიონებს არა, მილიარდებს უკაკუნებს) მიზნობრიობის შესახებ მასალები, მაგრამ დავიჯერო, ახლა ეს შეუძლებელი იქნება? სად წახვალთ თქვენ და თქვენი „მრავალჭირნახული" პარტია, უცებ გრანტების თემა რომ გასკდეს? პოლიტიკური დევნის თემას „მიაწვებით" და ამჯერადაც ამერიკის ელჩთან ჩაცუცქდებით? კაი, ეს ვთქვათ, მოახერხეთ და „ჩაირეცხა"! „ახალგაზრდა იურისტების" იმჟამინდელი იურისტები, როცა თქვენ იყავით „პირველი ვიოლინო", რომ ალაპარაკდნენ და „ამოყარონ" თემები, ისევ ამერიკის ელჩის მისაღებს აატალახებთ?

 

ეგებ ჯერ ნაწამები პატიმრების გვარები დააწყოთ!!!!

 

მაგრამ თინა, რა ბოღმა გახრჩობს, იცი? აი, მეხუთე საპყრობილეში მიშას რომ აპრავებდით და პაატამ გამხილათ, ეს ვერ მოგინელებიათ!!!! ვერც მოინელებთ!!!!" - წერს მეფარიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner